ავტორიზაცია

ოფიციალურად დადასტურდა — ინტერმა ორი უფასო ტრანსფერი დახურა

ოფიციალურად დადასტურდა — ინტერმა ორი უფასო ტრანსფერი დახურა
თარიღი 20 ივნ 2022, 20:51

მილანის "ინტერის" გენერალური დირექტორის, ჯუზეპე მაროტას განცხადებით, "ნერაძურიმ" ორი თავისუფალი აგენტი დაიმატა.

ასე და ამგვარად, საუბარია "აიაქსის" აწ უკვე ექს-გოლკიპერ ანდრე ონანასა და "რომას" ყოფილ ნახევარმცველ გენრიხ მხითარიანზე.

"შემიძლია დავადასტურო, რომ ანდრე ონანა და გენრიხ მხითარიანი დავიმატეთ უფასოდ, ორივე გარიგება დახურულია", - ციტირებს მაროტას სიტყვებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

26 წლის ონანა "აიაქსში" 2015 წლის იანვრიდან თამაშობდა, ამ დროის განმავლობაში მან 212 მატჩი ჩაატარა, 192 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 85-ჯერ შეინახა. ამსტერდამელებთან ერთად კამერუნელი ჰოლანდიის ჩემპიონი 3-ჯერ გახდა, 2-ჯერ მოიგო ქვეყნის თასი, ერთხელ კი სუპერთასი.

33 წლის მხითარიანმა გასულ სეზონში "რომას" ღირსება, სადაც 2019 წლიდან ირიცხებოდა, ყველა ტურნირზე ერთად 44 შეხვედრაში დაიცვა, 5 გოლი შეაგდო და 9 ასისტიც მიითვალა. სომეხი ნახევარმცველი რომაულ კლუბთან ერთად კონფერენს ლიგის ტიტულს დაეუფლა.