ავტორიზაცია

როდის წარადგენენ მანეს ბაიერნის ფეხბურთელის რანგში?

როდის წარადგენენ მანეს ბაიერნის ფეხბურთელის რანგში?
თარიღი 20 ივნ 2022, 21:28

"ლივერპულის" თავდამსხმელი, სადიო მანე უახლოეს დღეებში მიუნხენის "ბაიერნში" ოფიციალურად გადავა.

როგორც ცნობილი გერმანული გამოცემა Kicker-ი იტყობინება, 30 წლის სენეგალელს "ალიანც არენაზე" ოთხშაბათს წარადგენენ.

გავრცელებული ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" მანეს გამოყენებას შეტევის ხაზის ფლანგებზე აპირებს. სადიო ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად არ განიხილება, რომელსაც ამ ზაფხულს სამუშაო ადგილის შეცვლა უნდა.

აქამდე დაიწერა, რომ გამოცდილი თავდამსხმელი "ბაიერნში" სამედიცინო შემოწმებას სამშაბათს გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.

გასულ სეზონში მანემ ყველა ტურნირზე ერთად "ლივერპულის" მაისურით 50 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.