ავტორიზაცია

ოფიციალურად: ბენფიკამ ერთი ბრაზილიელი შემტევი დაიმატა და მეორე გაყიდა

ოფიციალურად: ბენფიკამ ერთი ბრაზილიელი შემტევი დაიმატა და მეორე გაყიდა
თარიღი 20 ივნ 2022, 23:31

„ბენფიკამ“ „შახტარიდან“ შემტევი ბრაზილიელი ფეხბურთლი დაიმატა.

დავიდ ნერეში ლისაბონურ გუნდს 2027 წლამდე 15 მილიონ ევროდ შეუერთდა. 

ნერეში „შახტარში“ „აიაქსიდან“ 2022 წლის იანვარში გადავიდა, თუმცა გუნდში ომის გამო ვერცერთი მატჩის ჩატარება ვერ მოასწრო და უკრაინა დებიუტის გარეშე დატოვა.

მის ტრანსფერს შეეწირა სხვა ბრაზილიელი შემტევი, ევერტონ სოარესი, რომელიც „ბენფიკადან“ ბრაზილიურ „ფლამენგოში“ 13.5 მილიონ ევროდ გადავიდა, თუმცა საფასური შესაძლოა 16-მდეც გაიზარდოს.