ავტორიზაცია

"დავამტკიცეთ, რომ შეუცვლელების შეცვლაც შეგვიძლია", - მილანის პრეზიდენტმა შემტევის წასვლაზე მიანიშნა?

"დავამტკიცეთ, რომ შეუცვლელების შეცვლაც შეგვიძლია", - მილანის პრეზიდენტმა შემტევის წასვლაზე მიანიშნა?
თარიღი 20 ივნ 2022, 23:39

„მილანის“ პრეზიდენტმა პაოლო სკარონიმ პორტუგალიელი შემტევის, რაფაელ ლეაოს გაყიდვა არ გამორიცხა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლეაოს გადაბირებით რამდენიმე ევროპული გრანდი სერიოზულად ინტერესდება.

„ტრანსფერებს მე არ ვმართავ. ლეაო ცალსახაა, ჩვენი ბრილიანტია, მაგრამ „მილანმა“ დაამტკიცა, რომ იმათი შეცვლაც კი შეუძლია, ვინც, თითქოს, შეუცვლელია.

ახლა მახსენდება, როგორ გამოჩნდა კალულუ კიაერის ტრავმის შემდეგ, ახლა ყველა ბედნიერია, რომ ახალი ტალანტი აღმოვაჩინეთ.“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.