ავტორიზაცია

ლაპორტა: "რეალს 4:0 მოვუგეთ და ახლა ინგლისის ჩემპიონის დამარცხებაც გვინდა"

ლაპორტა: "რეალს 4:0 მოვუგეთ და ახლა ინგლისის ჩემპიონის დამარცხებაც გვინდა"
თარიღი 20 ივნ 2022, 23:46

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ, „მან სიტისთან“ 24 აგვისტოს გასამართ მატჩზე ისაუბრა.

გუნდები ერთმანეთს კამპ ნოუზე ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდებიან, შეგროვილ თანხას კი გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზის მქონე ადამიანების მკურნალობას დაახმარებენ.

„ეს არ იქნება ამხანაგური მატჩი. ჩვენ „რეალს“ 4:0 მოვუგეთ და ახლა ინგლისის ჩემპიონის დამარცხებაც გვინდა.

მეტოქის რიგებში მეგობრები გვყავს, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვებაა.“ - აღნიშნა ფუნქციონერმა.