ავტორიზაცია

სტერლინგი ახალი მფლობელებით მოიხიბლა და ჩელსიში გადასვლით დაინტერესდა

სტერლინგი ახალი მფლობელებით მოიხიბლა და ჩელსიში გადასვლით დაინტერესდა
თარიღი 20 ივნ 2022, 23:49

„მანჩესტერ სიტის“ შემტევი რაჰიმ სტერლინგი „ჩელსიში“ გადასვლით არის დაინტერესებული.

ESPN-ს ინფორმაციით, ინგლისელი ლონდონური გუნდის ახალი მფლობელების ამბიციებით მოიხიბლა. შეგახსენებთ, რომ რომან აბრამოვიჩმა „ჩელსი“ „დოჯერსის“ კონსორციუმის თანამფლობელ ტოდ ბოელის მიჰყიდა.

თუმცა, 27 წლის შემტევი არც სხვა ჩემპიონატში ძალების მოსინჯვას გამორიცხავს.

„მან სიტი“ სტერლინგის სანაცვლოდ 50-60 მილიონი ფუნტის მიღება სურს, ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება.