ავტორიზაცია

"შემიძლია ჩავიდე და რჩევა მივცე, მაგრამ არამგონია დასჭირდეს", - სუარესი ლივერპულის ახალწვეულზე

"შემიძლია ჩავიდე და რჩევა მივცე, მაგრამ არამგონია დასჭირდეს", - სუარესი ლივერპულის ახალწვეულზე
თარიღი 20 ივნ 2022, 23:52

ლუის სუარესმა „ლივერპულში“ თავისი თანამემამულის, დარვინ ნუნიესის გადასვლაზე ისაუბრა.

„ის „ლივერპულში“ თავის ისტორიას დაწერს. ის ურუგვაელია, თავდამსხმელია, თუმცა ამით შედარებები არ სრულდება - ის განსაკუთრებული ფეხბურთელია, რომლის არავისთან შედარება საჭიროც არ არის.

ის უდიდეს გუნდში გადადის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელთან და ფეხბურთელებთან, რომელთაგანაც ბევრის სწავლა შეუძლია.

შემიძლია ინგლისში ჩავიდე და რჩევები მივცე სათამაშო სტილთან დაკავშირებით, თუმცა არმაგონია, რომ დასჭირდეს - მისი ნიჭი მას თავად აალაპარაკებს.“ - აღნიშნა „ლივერპულის“ შემტევმა.

შეგახსენებთ, რომ დარვინი „ლივერპულში" „ბენფიკადან" 75+25 მლნ ევროდ გადავიდა.