ავტორიზაცია

ბარსელონას და ატლეტიკოს თურქმა ექს-ნახევარმცველმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა

ბარსელონას და ატლეტიკოს თურქმა ექს-ნახევარმცველმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა
თარიღი 21 ივნ 2022, 00:09

„ბარსელონას“, მადრიდის „ატლეტიკოს“ და თურქეთის ნაკრების ნახევარმცველმა, არდა თურანმა, კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

თურქული Telecomasia-ს ინფორმაციით, 35 წლის ფეხბურთელი საფეხბურთო კარიერას დაასრულებს და თურქული „გალათასარაის“ სპორტული დეპარტამენტის ერთ-ერთ თანამდებობაზე დაინიშნება.

შეგახსენებთ, რომ არდამ „გალათასარაის“ მაისურით 240 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 178-ჯერ მოირგო „ატლეტიკოს“ მაისური, „ბარსაში“ კი მხოლოდ 55-ჯერ ითამაშა.

თურანის აქტივში ასევე ნაკრების შემადგენლობაშ ჩატარებული 100 მატჩია, რომლებშიც მან 16 გოლი გაიტანა. საკლუბო დონეზე, არდამ 14 ტიტული მოიგო.