ავტორიზაცია

მიზეზი, რომლის გამოც ტონი კროოსმა რეალთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა

მიზეზი, რომლის გამოც ტონი კროოსმა რეალთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა
თარიღი 21 ივნ 2022, 00:12

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, გუნდთან ახალი კონტრაქტის გაფორმება იუარა.

AS-ის ინფორმაციით, „სამეფო კლუბმა“ გერმანელ შუახაზელს კონტრაქტის 2024 წლამდე გახანგრძლივება შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

მოქმედი ხელშეკრულება კროოსს გუნდთან 2023 წლის ზაფხულში ეწურება და ჯერჯეობით, ის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე არ ფიქრობს.

ამის მიზეზი ის არის, რომ გერმანელს სურს, ახალ სეზონში თავის სათამაშო ფორმას და გუნდში მინიჭებულ როლს დააკვირდეს - ფეხბურთელს არ სურს, „რეალს“ ტვირთად დააწვეს და თუ სათანადო დონეზე თამაშს ვეღარ შეძლებს, მადრიდის აბარგებაზეც დაფიქრდება.

სწორედ ამიტომ, გერმანელმა „რეალთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმება მინიმუმ ერთი წლით გადადო.

არ არის გამორიცხული, ფეხბურთელმა მომდევნო ზაფხულს კარიერის დასრულებაც კი გადაწყვიტოს, რადგან არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ დიდ ასაკამდე თამაშს არ აპირებს.

33 წლის ფეხბურთელის პოზიციამ „რეალი“ გააკვირვა, თუმცა ხელმძღვანელობა მის არჩევანს პატივს სცემს.