VIDEO: ჭიაბრიშვილის იდეალური დასაწყისი დინამოში და განადგურებული გაგრა
ეროვნული ლიგის მე-18 ტურში "დინამო თბილისი" საკუთარ მოედანზე "გაგრას" დაუპირისპირდა და 5:0 გაანადგურა.
დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა ახალ გუნდში მუშაობა იდეალურად დაიწყო.
ანგარიში კამარამ 22-ე წუთზე გახსნა, რასაც მეორე ტაიმში მოისწრაფიშვილის, მექვაბიშვილის, სხირტლაძისა და ოსეის გოლები მოჰყვა.
18 ტურის შემდეგ, "დინამოს" 35 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს.