ავტორიზაცია

ინტერი და ჩელსი 3 მილიონზე ვერ თანხმდებიან - მოლაპარაკებებში ახალი მფლობელიც მონაწილეობს

ინტერი და ჩელსი 3 მილიონზე ვერ თანხმდებიან - მოლაპარაკებებში ახალი მფლობელიც მონაწილეობს
თარიღი 21 ივნ 2022, 10:30

„ინტერმა" რომელუ ლუკაკუს იჯარით თაობაზე „ჩელსის" ახალი შეთავაზებით მიმართა.

როგორც ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება, „ნერაძური" მზადაა ლონდონურ გუნდს 7 მილიონი ევრო და გარანტირებული ბონუსები შესთავაზოს.

თუმცა, „ჩელსი" მარტივად არ თანხმდება და კვლავა 10 მილიონ ევროს და ბონუსებს ითხოვს.

როგორც ირკვევა, მოლაპარაკებებში „ჩელსის" ახალი მფლობელი ტოდ ბოელიც მონაწილეობს. ლუკაკუ და მისი აგენტები დარწმუნებულები არიან, რომ ტრანსფერი საბოლოოდ მაინც შედგება.

„ინტერში" დაბრუნების მთავარი ინიციატორი სწორედ თავად ფეხბურთელია, რომელმაც „ჩელსის" მწვრთნელებს და ხელმძღვანელებეს მტკიცედ განუცხადა, რომ თამაში მხოლოდ მილანურ გუნდში სურს.