ავტორიზაცია

დორტმუნდმა აიაქსს 33 მილიონი ევრო შესთავაზა, ჰოლანდიელები მეტს ითხოვენ

დორტმუნდმა აიაქსს 33 მილიონი ევრო შესთავაზა, ჰოლანდიელები მეტს ითხოვენ
თარიღი 21 ივნ 2022, 11:23

დორტმუნდის „ბორუსიამ" „აიაქსს" კოტდიუვარელი ფორვარდის სანაცვლოდ 33 მილიონი ევრო შესთავაზა.

როგორც ირკვევა, სებასტიან ალე „დორტმუნდმა" ერლინგ ჰოლანდის შემცვლელად აირჩია და ფეხბურთელის შეძენას აქტიურად ცდილობს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ფუტკრებმა" ჰოლანდიის ჩემპიონებს 33 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა „აიაქსი" მეტს ითხოვს.

უშუალოდ ფეხბურთელთან „დორტმუნდს" პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვს, ფეხბურთელს „სიგნალ იდუნა პარკზე" გადაბარგება უნდა და კკლუბების შეთანხმებას ელოდება.

ალერი „აიაქსის" ფეხბურთელი 2021 წლის იანვარში 22.5 მილიონ ევროდ გახდა, როცა გუნდს „ვესტ ჰემიდან" შეუერთდა. გასულ სეზონში ალერმა 65 ოფიციალურ შეხვედრაში 47 გოლი და 16 ასისტი მიითვალა.