ავტორიზაცია

საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი სათამაშოდ რუსეთში დაბრუნდა

საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი სათამაშოდ რუსეთში დაბრუნდა
თარიღი 21 ივნ 2022, 12:47

რუსულმა კლუბებმა ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეს, თუმცა მხოლოდ შიდა ჩემპიონატისთვის.

საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი ლუკა გაგნიძე კი "დინამო მოსკოვთან" ერთადაა.

გაგნიძე ამ კლუბს გასულ წელს შეუერთდა და ჯერ "ურალში", შემდეგ კი პოლონურ "რაკოვში" გაანათხოვრეს.

კლუბში აცხადებენ, რომ 19 წლის გაგნიძე "დინამო მოსკოვთან" ერთად შეკრებას გაივლის და ამის შემდეგ გადაწყდება, დატოვებენ თუ გაანათხოვრებენ.