ავტორიზაცია

ჭიაბრიშვილი პირველ ტრანსფერს ამზადებს - მისი რჩეული ფეხბურთელი დინამოში

ჭიაბრიშვილი პირველ ტრანსფერს ამზადებს - მისი რჩეული ფეხბურთელი დინამოში
თარიღი 21 ივნ 2022, 12:58

"დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიორგი ჭიაბრიშვილი დაინიშნა და სადებიუტო მატჩი "გაგრასთან" 5:0 მოიგო.

რა თქმა უნდა, ევროტურნირების წინ, ჭიაბრისვილი გუნდს გააძლიერებს და ფეხბურთელებს დაიმატებს.

ჩვენი ინფორმაციით, ჭიაბრიშვილის მთავარი სამიზნე 22 წლის ნახევარმცველის ბექა დარცმელიას გადაყვანაა.

"ლოკომოტივში" მუშაობისას, დარცმელია ჭიაბრიშვილის ერთ-ერთი რჩეული ფეხბურთელი იყო და ამ პერიოდში დარცმელიას ტოპ მატჩები ჰქონდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული ნახევარმცველი "ლოკომოტივში" სწორედ "დინამოდან" გადავიდა.