ავტორიზაცია

ოფიციალურად: მარიო გიოტცე კარიერას ევროპა ლიგის ჩემპიონებში გააგრძელებს!

ოფიციალურად: მარიო გიოტცე კარიერას ევროპა ლიგის ჩემპიონებში გააგრძელებს!
თარიღი 21 ივნ 2022, 20:05

მსოფლიო ჩემპიონი მარიო გიოტცე ბუნდესლიგაში დაბრუნდა და კარიერას ევროპა ლიგის გამარჯვებულებში გააგრძელებს.

ცნობილია ტრანსფერის დეტალები. გერმანელმა შემტევმა "აინტრახტთან" 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბს მისი დამატება 4 მილიონი დაუჯდა. 

გამოცდილმა წინახაზელმა "დორტმუნდის ბორუსიასთან" ერთად ორჯერ შეძლო ბუნდესლიგის მოგება, სანამ 2013 წელს "ბაიერნში" გადავიდოდა. "რეკორდმაისტერში" კი მან 3-ჯერ იზეიმა გერმანიის ჩემპიონობა. ბოლო 2 სეზონი მარიო ნიდერლანდულ "პსვ"-ში გამოდიოდა, სადაც 11 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.