შეთანხმება მიღწეულია - რომელუ ლუკაკუ ახალ სეზონს ინტერში დაიწყებს!
„ჩელსის“ თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს.
ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 29 წლის ბელგიელი ფორვარდი „ნერაძურის“ ერთწლიანი მშრალი იჯარით შეუერთდება. შესაბამისად, მომავალ ზაფხულს „ინტერს“ მისი გამოსყიდვის შესაძლებლობა არ ექნება და თუ დატოვება მოუნდება, „ჩელსისთან“ ახალი მოლაპარაკებების გამართვა მოუწევს.
ეს ერთწლიანი იჯარა „ინტერს“ 8 მილიონი ევრო დაუჯდება, კიდევ დამატებით რამდენიმე მილიონი კი ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.
შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ფორვარდი „ინტერში“ 2019-2021 წლებში თამაშობდა და „ჩელსიში“ გასულ ზაფხულს 115 მილიონ ევროდ დაბრუნდა.