ავტორიზაცია

ოფიციალურად: სიმონე ინძაგიმ ინტერთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ოფიციალურად: სიმონე ინძაგიმ ინტერთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
თარიღი 21 ივნ 2022, 21:51

„ინტერმა“ გუნდის მთავარ მწვრთნელს, სიმონე ინძაგის კონტრაქტი გაუხანგრძლივა.

46 წლის იტალიელმა სპეციალისტმა „ნერაძურისთან“ ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

გარდა ამისა, შეთანხმება კონტრაქტის კიდევ ერთი წლით ავტომატურად გახანგრძლივებას ითვალისწინებს.

სიმონე ინძაგიმ „ინტერი“ 2021 წელს ჩაიბარა და გუნდთან ერთად პირველივე სეზონში იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო, ჩემპიონატში კი მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ „მილანს“ ჩამორჩა.

„ინტერში“ მოსვლამდე ინძაგი რამდენიმე წლის მანძილზე წარმატებით წვრთნიდა რომაულ „ლაციოს“.