ავტორიზაცია

ოფიციალურად: არსენალს ახალი ვიეირა ჰყავს - ტრანსფერი 40 მილიონი ევრო დაჯდა

ოფიციალურად: არსენალს ახალი ვიეირა ჰყავს - ტრანსფერი 40 მილიონი ევრო დაჯდა
თარიღი 21 ივნ 2022, 22:10

ნახევარმცველი ფაბიო ვიეირა „არსენალის“ ფეხბურთელი გახდა.

ლონდონურმა კლუბმა „პორტუს“ ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა, ნახევარმცველმა კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა.

22 წლის შუახაზელის ტრანსფერი „მეთოფეებს“ 40 მილიონი ევრო დაუჯდათ, საიდანაც 5 მილიონი ბონუსებით იქნება გათვალისწინებული, გამომდინარე ფეხბურთელის სპორტული მიღწევებიდან.

გასულ სეზონში ფაბიო ვიეირამ პორტუგალიის ჩემპიონატის 27 მატჩში 6 გოლი და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა და „პორტუს“ საუკეთესო ასისტენტი გახდა.