ავტორიზაცია

სიტიმ ბერნარდოზე თავისი მოთხოვნები დაასახელა, ბარსელონასთვის ტრანსფერი თითქმის წარმოუდგენელია

სიტიმ ბერნარდოზე თავისი მოთხოვნები დაასახელა, ბარსელონასთვის ტრანსფერი თითქმის წარმოუდგენელია
თარიღი 21 ივნ 2022, 23:18

„ბარსელონა“ ბერნარდო სილვას თაობაზე „მან სიტის“ მოთხოვნების დაკმაყოფილებას ალბათ ვერ მოახერხებს.

როგორც ჟურნალისტი ხავი ტორესი TV3-ის ეთერში წერს, მანჩესტერულ კლუბს პორტუგალიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 85-95 მილიონი ევროს მიღება სურს.

„ბარსა“ ხვდება, რომ ტრანსფერის გაჩარხვა უკიდურესად რთული იქნება და მიუხედავად იმისა, რომ თავად ბერნარდოს „კამპ ნოუზე“ სურს გადასვლა, კატალონიაში ამჟამად ეს გარიგება უბრალოდ წარმოუდგენლად მოსჩანს.

აგენტი ჟორჟე მენდეში ყველანაირად ეცდება ფეხბურთელის „ბარსაში“ გადასვლა უზრუნველჰყოს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ „მან სიტიმ“ მოთხოვნები საგრძნობლად შეამციროს.

„ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელს, ხავი ერნანდესს, ბერნარდო სილვა პრიორიტეტულ სამიზნედ ესახება, თუ გუნდს ფრენკი დე იონგი დატოვებს.