ავტორიზაცია

ხუთზე მეტმა გუნდმა სიტის ახალწვეულის იჯარის თაობაზე მიმართა, თუმცა ყველამ უარი მიიღო

ხუთზე მეტმა გუნდმა სიტის ახალწვეულის იჯარის თაობაზე მიმართა, თუმცა ყველამ უარი მიიღო
თარიღი 22 ივნ 2022, 10:25

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „მანჩესტერ სიტიმ" „რივერ პლეიტის" არგენტინელი ფორვარდი, ხულიან ალვარესი შეიძინა და სეზონის ბოლომდე ფეხბურთელი ამავე გუნდში იჯარით დატოვა.

როგორც ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში წერს, ხუთზე მეტმა გუნდმა „სიტის" ბოლო პერიოდში ალვარესის იჯარის თაობაზე მიმართა, თუმცა ყველამ დაუყონებლივი უარი მიიღო. ცნობისთვის, მათ შორის იყვნენ პრემიერ ლიგის გუნდებიც.

გადაწყვეტილი ამბავია, რომ ალვარესი ახალ სეზონს „სიტიში" დაიწყებს, თუმცა ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერის გამო, დიდი ალბათობით, სასტარტოში ყოფნა გაუჭირდება.

22 წლის არგენტინის ნაკრების ფეხბურთელის ტრანსფერი „სიტის" 15 მილიონი ევრო დაუჯდა, მანჩესტერულ გუნდს ის 7 ივლისს შეუერთდება, როცა „რივერ პლეიტთან" იჯარა ოფიციალურად ამოეწურება.

ცნობისთვის, ჰოლანდის და ხულიანის ტრანსფერის გამო, „ქალაქელები" მზად არიან გუნდიდან სხვა ორი შემტევი: რაჰიმ სტერლინგი და გაბრიელ ჟესუსი გაუშვან.