ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა - ლივერპულის შემტევი ნახევარმცველი ლიგა 1-ში გადადის

შეთანხმება შედგა - ლივერპულის შემტევი ნახევარმცველი ლიგა 1-ში გადადის
თარიღი 22 ივნ 2022, 11:09

„ლივერპულის“ შემტევი ტაკუმი მინამინო კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.

როგორც ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, იაპონელი ფეხბურთელი „მონაკოში“ გადავა.

მონეგასკები მინამინოს სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით 18 მილიონ ევროს გადაიხდიან. 15 მილიონს „ლივერპული“ გარანტირებულად მიიღებს, კიდევ 3 კი ბონუსებით არის გათვალისწინებული.

ტაკუმი „ლივერპულში“ 2020 წლის იანვრიდან თამაშობდა, სადაც ავსტრიული „ზალცბურგიდან“ 8 მილიონ ევროდ გადავიდა.

საერთო ჯამში მან „წითლების“ მაისურით 55 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 14 გოლი გაიტანა.