ავტორიზაცია

ნეიმარის კერძო თვითმფრინავმა ბრაზილიაში ავარიული დაშვება განახორციელა

ნეიმარის კერძო თვითმფრინავმა ბრაზილიაში ავარიული დაშვება განახორციელა
თარიღი 22 ივნ 2022, 12:37

„პსჟ-ს“ და ბრაზილიის ნაკრების შემტევის, ნეიმარი ჯუნიორის თვითმფრინავმა სამშაბათს დილით ავარიული დაშვება განახორციელა.

ვარსკვლავური ფეხბურთელი ლას-ვეგასიდან სამშობლოში, სან-პაულოში ბრუნდებოდა, რა დროსაც თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემები აღმოანჩდა და ბრაზილიის ჩრდილოეთში, ქალაქ ბოა-ვისტაში ავარიულად დაშვება მოუწია.

30 წლის ფეხბურთელი და სხვა იმ დროს ბორტზე მყოფი ადამიანები არ დაშავებულან. ინფორმაციას ამის თაობაზე ავტორიტეტული გამოცემა ESPN იტყობინება.