ავტორიზაცია

"პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, ბრაზილიის საუკეთესო ფეხბურთელია“, - ვინისიუსმა თანამემამულე შეაქო

"პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, ბრაზილიის საუკეთესო ფეხბურთელია“, - ვინისიუსმა თანამემამულე შეაქო
თარიღი 22 ივნ 2022, 15:39

ვინისიუს ჯუნიორმა თანამემამულე ნეიმარზე ძალიან კარგად ისაუბრა.

„ის ბრაზილიის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელია. მეტოქეები მასზე ყოველთვის ცოტათი უფრო მეტად კონცენტრირედებიან და ამის გამო, ის თავისუფალ სივრცეებში შერბენას ჩვენ გვთხოვს. 

მას დიდი ოსტატობა გააჩნია, რომელიც აძლევს საშუალებას, რთულ მდგომარეობაშიც მოგვძებნოს თავისი გადაცემებით.

ნეიმარი ჩემთვის ყველაფერს აკეთებს, ის კარგი მეგობარია ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვისაც. რაც უფრო ასაკი ემატება, მასზე მით უფრო მეტი ზეწოლა მოდის. ამას პასუხისმგებლობა ჰქვია, რომელსაც ის საკუთარ თავზე იღებს და ნაკრებში ახალმოსულებს ხსნის.

ნაკრებში თამაში დიდი ზეწოლაა, მაგრამ ამასაც ნელ-ნელა ვეჩვევით.“ - აღნიშნა „რეალის“ ვინგერმა.