მიულერზე, მოდრიჩზე და სხვებზე წინ - კვარაცხელია ევროპაში საუკეთესოთა შორისაა!

უეფას ოფიციალური გვერდი გვთავაზობს იმ ფეხბურთელთა რეიტინგს, ვინც ბოლო 3 სანაკრებო მატჩში ყველაზე მაღალ დონეზე ითამაშა.
საქართველოს ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია რჩეულთა შორისაა და მე-15 ადგილს იკავებს.
პირველ პოზიციაზე კილიან მბაპეა, მეორეზე კი კარიმ ბენზემა. ხვიჩა ისეთი დონის ფეხბურთელებს ასწრებს, როგორებიც თომაშ მიულერი, ლუკა მოდრიჩი და სხვები არიან.
ბოლო 3 შეხვედრაში კვარაცხელიამ ნაკრებში 2 გოლი გაიტანა, ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა და კარში სულ 4-ჯერ დაარტყა.
საქართველოს ნაკრებიდან 74-ე ადგილს კაპიტანი გურამ კაშია იკავებს.