ავტორიზაცია

მანე ლივერპულის გულშემატკივრებს ემოციურად დაემშვიდობა

მანე ლივერპულის გულშემატკივრებს ემოციურად დაემშვიდობა
თარიღი 22 ივნ 2022, 19:08

სადიო მანე უკვე ოფიციალურად გახდა "ბაიერნის" ფეხბურთელი და ბრიტანული გუნდის გულშემატკივრებს ემოციურად გამოემშვიდობა.

"მე ბევრჯერ მითქვამს, რომ "ლივერპულს" საუკეთესო ფანები ჰყავს, რომლებიც მოედანზე გასაოცარ ატმოსფეროს ქმნიან. შესაბამისად, ისინი ძალიან მომენატრებიან.

განსაკუთრებით ემოციური იყო ჩემთვის, როდესაც ჩემს სახელს სკანდირებდნენ და მიმღეროდნენ. ეს მომენტები მუდამ მემახსოვრება. მათი მხარდაჭერა დამატებით ძალას და მოტივაციას მაძლევდა.

მე ლივერპულში სახლი მაქვს და აუცილებლად დავბრუნდები ენფილდზე, თუნდაც მატჩის საყურებლად. მე ყოველთვის მერსისაიდული გუნდის ნომერ 1 მხარდამჭერი ვიქნები." - ავრცელებს სენეგალელი შემტევის სიტყვებს Liverpoolfc.com