ავტორიზაცია

კავანის ესპანეთის ჩემპიონატში თამაში სურს და გუნდიც შერჩეული ჰყავს - Marca

კავანის ესპანეთის ჩემპიონატში თამაში სურს და გუნდიც შერჩეული ჰყავს - Marca
თარიღი 22 Jun 2022, 20:12

ედინსონ კავანი ლა ლიგაში კარიერის გაგრძელებასთან ახლოს არის და იკვეთება მისი დამატების ფავორიტი გუნდიც.

Marca წერს, რომ ურუგვაელი ფორვარდს ყოველთვის სურდა ესპანეთის ჩემპიონატში ძალების მოსინჯვა და მას "რაიო ვალეკანოს" ვარიანტი მოსწონს, რადგან ამ გუნდში გამოცდილ მოთამაშეებს პატივისცემით ექცევიან.

თუ ელ მატადორი მართლა გადავა "რაიოში", იქ "მანჩესტერ იუნაიტედის" 2 ყოფილი ფეხბურთელი რადამელ ფალკაო და ბებე დახვდება.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის წინახაზელს "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი ამ თვის ბოლოს ეწურება და ამის შემდეგ, მას შეუძლია სხვა კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს.