ავტორიზაცია

ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი: "რეალი და პსჟ უარით გავისტუმრე, რადგან მათთვის არ მეცალა"

ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი: "რეალი და პსჟ უარით გავისტუმრე, რადგან მათთვის არ მეცალა"
თარიღი 22 ივნ 2022, 22:39

ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა ტიტემ დაადასტურა, რომ ორი საფეხბურთო გრანდი უარით გაისტუმრა.

მისი თქმით, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას "რეალ მადრიდისგან" და "პსჟ"-სგან შემოთავაზებები მიიღო.

"ნაკრებისთვის მნიშვნელოვან პერიოდში "სამეფო კლუბის" წარმომადგენლები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ჩემთან საუბარი სურდათ. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი, რადგან დრო არ მქონდა. მთლიანად ნაკრებზე ვიყავი კონცენტრირებული.

გარდა ესპანელებისა, წინადადებით მომმართეს პარიზულმა გუნდმა და ლისაბონის "სპორტინგმაც". ჩემი მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა. ამის შემდეგ, შესაძლოა საკლუბო დონეზე გადავერთო." - ციტირებს ბრაზილიელი სპეციალისტის სიტყვებს The Guardian.