ავტორიზაცია

არგენტინულმა სასამართლომ მარადონას ექიმები ფეხბურთელის მკვლელობაში დაადანაშაულა

არგენტინულმა სასამართლომ მარადონას ექიმები ფეხბურთელის მკვლელობაში დაადანაშაულა
თარიღი 23 ივნ 2022, 12:01

არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო არმანდო მარადონას 8 ექიმი, ლეგენდის მკვლელობის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარსდგებიან.

22 ივნისს გამოქვეყნებულ 236-ფურცლიან საბუთში მოსამართლემ ეჭვქვეშ დააყენა ექიმების პროფესიონალიზმი და ეჭვი შეიტანა მათ ქმედებაში, რამაც საბოლოოდ სავალალო შედეგი გამოიღო. დებულებაში ნათქვამია, რომ რვა ადამიანი, მათ შორის ექიმები, მედდები და ფსიქოლოგი, რომლებიც მარადონას დხმარებას უწევდნენ, "ჩვეულებრივ მკვლელობაში" არიან ბრალდებულნი, რომელიც გულისხმობს ადამიანის სიკვდილის ხელისშეწყობას.

კომისიამ, რომელსაც მარადონას გარდაცვალების გამოძიება დაევალა, დაადგინა, რომ ფეხბურთის ვარსკვლავის სამედიცინო გუნდი არაადეკვატურად, არაგონებრივად და სრულიად მიუღებლად იქცეოდა. 

თავის მხრივ, ბრალდებულები უარყოფენ ყველანაირ ბრალდებას, რომელიც მარადონას სიკვდილში მათ დანაშაულს გულისხმობს. მოსამართლეს თქმით, ადვოკატები საქმის დაუყონებლივ შეჩერებას ითხოვენ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, არგენტინაში მსგავსი დანაშაული 8-დან 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ჯერჯერობით, ამ ადამიანების სასამართლოს ზუსტი თარიღი უცნობია.

ლეგენდარული ექს-ფეხბურთელი 2020 წლის 25 ნოემბერს, ოფიციალური ვერსიით გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა.