ერთ-ერთი გამორჩეული ლეგიონერის დაბრუნება - ჭიაბრიშვილმა პირველი ტრანსფერი განახორციელა
"დინამო თბილისის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პირველი ტრანსფერი განახორციელა.
ჩვენი ინფორმაციით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ნიდერლანდელი ფეხბურთელი ომარ-იმრანი კარიერას "დინამო თბილისში" გააგრძელებს.
იმრანი გულშემატკივარს "ლოკომოტივიდან" ახსოვს, როცა გამორჩეული სეზონი ჩაატარა და ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული ლეგიონერი იყო.
შემდეგ მან რუსულ "როტორს" მიაშურა, მალე კი საქართველოში დაბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ ჭიაბრიშვილი აქტიურადაა დაინტერესებული ბექა დარცმელიას შეძენითაც.