ავტორიზაცია

ინტერესი რეალურია: თემურ ქეცბაია სხვა ქვეყნის ნაკრების მწვრთნელად

ინტერესი რეალურია: თემურ ქეცბაია სხვა ქვეყნის ნაკრების მწვრთნელად
თარიღი 23 ივნ 2022, 13:06

რამდენიმე დღის წინ, ქართველმა სპეციალისტმა თემურ ქეცბაიამ "ანორთოსისის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

კვიპროსული მედიის ინფორმაციით, ქეცბაია კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის კანდიდატად განიხილება.

ცნობილია, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და ყველაფერი მალე გაირკვევა.

ქეცბაიას ნაკრებში მუშაობის გამოცდილება აქვს, 2015 წლამდე ის საქართველოს ნაკრებს ხელმძღვანელობდა.