ავტორიზაცია

ოფიციალურად: ნკუნკუმ ახალი კონტრაქტი გააფორმა - რამდენია მისი გამოსასყიდი თანხა?

ოფიციალურად: ნკუნკუმ ახალი კონტრაქტი გააფორმა - რამდენია მისი გამოსასყიდი თანხა?
თარიღი 23 ივნ 2022, 13:27

გერმანულმა „ლაიპციგმა" გუნდის ლიდერ კრისტოფერ ნკუნკუსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ფრანგმა შემტევმა, რომელმაც გასულ სეზონში 34 გოლი და 19 საგოლე გადაცემა მიითვალა, გუნდთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა.

ამ ზაფხულს ნკუნკუ ბევრი კლუბის სამიზნე იყო, თუმცა როგორც ჩანს, მან „ლაიპციგში" კიდევ მინიმუმ ერთი სეზონის გატარება გადაწყვიტა.

ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმება „ლაიპციგმა" ოფიციალურად დაადასტურა.

როგორც იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, ახალ კონტრაქტში ნკუნკუს გამოსასყიდი თანხაც აქვს გაწერილი, რომელიც 60 მილიონ ევროს შეადგენს.