ავტორიზაცია

ჩალჰანოღლუ: „ინტერს მილანზე გაცილებით კარგი შემადგენლობა ჰყავს, დერბი კი ჩვენი მწვრთნელის გამო წავაგეთ“

ჩალჰანოღლუ: „ინტერს მილანზე გაცილებით კარგი შემადგენლობა ჰყავს, დერბი კი ჩვენი მწვრთნელის გამო წავაგეთ“
თარიღი 23 ივნ 2022, 17:41

ჰაკან ჩალჰანოღლუმ აღნიშნა, რომ შემადგენლობის დონით „ინტერი“ „მილანს“ გაცილებით აღემატება.

ფეხბურთელმა ერთი მილანური გუნდი მეორეზე 2021 წლის ზაფხულში გაცვალა.

„ინტერის შემადგენლობა მილანისაზე გაცილებით ძლიერია. დერბი იმის გამო წავაგეთ, რომ 75-ე წუთზე მე და ივან პერიშიჩი გაგვიყვანეს მოედნიდან.

1:0-ს ვიგებდით, თუმცა საბოლოოდ 1:2 წავაგეთ. ჩვენმა მწვრთნელმა შედეგზე პირდაპირი გავლენა იქონია, ეს მას პირდაპირ ვუთხარი.

ჩვენი ძალა იტალიის თასზე დავამტკიცეთ, როცა „მილანს“ 3:0 მოვუგეთ.“ - აღნიშნა თურქმა ნახევარმცველმა.

გასულ სეზონში სერია ა-ს 34 მატჩში ჰაკანმა 7 გოლი და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა.