ავტორიზაცია

პსჟ-ს პრეზიდენტი: "ორი ფეხბურთელის გამო ვწუხვარ, რომ იტალიას მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ვიხილავთ"

პსჟ-ს პრეზიდენტი: "ორი ფეხბურთელის გამო ვწუხვარ, რომ იტალიას მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ვიხილავთ"
თარიღი 23 ივნ 2022, 21:35

"პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტი, ნასერ ალ ხელაიფი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იტალიის ნაკრების გარეშე ჩაივლის.

"მუნდიალის ყურება იტალიის გარეშე - კაპუჩინოს ყავის გარეშე დალევას ჰგავს", - ციტირებს პარიზელთა ხელმძღვანელის სიტყვებს La Gazzetta dello Sport-ი.

"სამწუხაროა, რომ ამ ტურნირზე ევროპის ჩემპიონებს ვერ ვიხილავთ. ვერატისა და დონარუმას გამო ვწუხვარ", - დასძინა ალ ხელაიფიმ.

მოგეხსენებათ, "სკუადრა აძურა" ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის ნახევარფინალში შინაურ კედლებში ჩრდილოეთ მაკედონიასთან (0:1) დამარცხდა.

2022 წლის მუნდიალი სტარტს 21 ნოემბერს აიღებს და 18 დეკემბრამდე გასტანს.