ავტორიზაცია

ზიდანი: "ჩემპიონთა ლიგას შემთხვევით ვერ მოიგებ, მით უმეტეს ზედიზედ სამჯერ"

ზიდანი: "ჩემპიონთა ლიგას შემთხვევით ვერ მოიგებ, მით უმეტეს ზედიზედ სამჯერ"
თარიღი 23 ივნ 2022, 21:54

"რეალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა მადრიდულ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამჯერ მოგების შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, "ბლანკოსი" ფრანგი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ტიტულს 2016, 2017 და 2018 წლებში დაეუფლა.

"ჩემპიონთა ლიგას შემთხვევით ვერასოდეს მოიგებ. მით უმეტეს, ზედიზედ სამჯერ. რთული საქმეა".

"გიჟივით ვმუშაობდი. მაშინაც კი, როცა სახლში ვიყავი, ჩემი ტვინი სტადიონზე რჩებოდა და მომდევნო დღეს ჩასატარებელ ვარჯიშზე ვფიქრობდი", - ციტირებს ზიზუს სიტყვებს L’Equipe. 

აღსანიშნავია, რომ "რეალი" ისტორიაში ერთადერთი კლუბია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ აქვს მოგებული.