ავტორიზაცია

დე ლიგტის შეძენა ორ გრანდს სურს, იუვენტუსს ჰოლანდიელის მომავალზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს

დე ლიგტის შეძენა ორ გრანდს სურს, იუვენტუსს ჰოლანდიელის მომავალზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს
თარიღი 23 ივნ 2022, 22:50

"იუვენტუსის" ხელმძღვანელობას გუნდის ცენტრალურ მცველ მატეის დე ლიგტთან კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა.

როგორც გავლენიანი გამოცემა Goal.com-ის ჟურნალისტი, რომეო აგრესტი იუწყება, ჰოლანდიელის ინტერესების დამცველ რაფაელა პიმიენტასთან შეხვედრაზე კლუბის წარმომადგენლებმა თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.

აღსანიშნავია, რომ 22 წლის უკანახაზელს "ბებერ ქალბატონთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წლამდე აკავშირებს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, დე ლიგტისადმი ყურადღებას "მანჩესტერ იუნაიტედი" და ლონდონის "ჩელსი" იჩენენ.

სერია ა-ს გასულ გათამაშებაში მატეისმა ყველა ტურნირზე ერთად 31 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.