ავტორიზაცია

გვარდიოლა მანჩესტერ სიტის ბოსებისგან კიდევ ერთ ხმაურიან ტრანსფერს ითხოვს

გვარდიოლა მანჩესტერ სიტის ბოსებისგან კიდევ ერთ ხმაურიან ტრანსფერს ითხოვს
თარიღი 23 ივნ 2022, 23:18

"მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელს, ხოსეპ გვარდიოლას მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ატლეტიკოს" შემტევის, ჟოაუ ფელიქსის ხელში ჩაგდება სურს.

აღნიშნულ ინფორმაციას UOL Esporte-სა და CNN Portugal-ის ჟურნალისტი, ბრუნუ ანდრანდე ავრცელებს.

პოტენციური გარიგება გარკვეულწილად თავდამსხმელ გაბრიელ ჟეზუსისა და გარემარბ რაჰიმ სტერლინგის მომავალზეა დამოკიდებული, რომლებმაც ამ ზაფხულს შესაძლოა "ქალაქელთა" რიგები დატოვონ.

ამასთანავე, საჭიროა გუნდის განაცხადში ფელიქსისთვის ადგილის გათავისუფლება და ფინანსური ფეირ პლეის წესების დაცვაც.

მოგეხსენებათ, "სიტიმ" ერთი ხმაურიანი ტრანსფერი უკვე დახურა - მანჩესტერელებმა "დორტმუნდიდან" ფორვარდი, ერლინგ ჰოლანდი შეიძინეს.

გასულ სეზონში ჟოაუ ფელიქსმა ყველა ტურნირზე ერთად "ატლეტიკოს" მაისურით 34 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.