ავტორიზაცია

რეალს ამ ზაფხულს თავდასხმის ხაზის გაძლიერება უნდა და კანდიდატთა სიაში სონიცაა

რეალს ამ ზაფხულს თავდასხმის ხაზის გაძლიერება უნდა და კანდიდატთა სიაში სონიცაა
თარიღი: 23 ივნ 2022, 23:51

ლონდონის "ტოტენჰემის" თავდამსხმელმა, სონ ჰინ მინმა კარიერა შესაძლოა ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.

როგორც ცნობილი ჟურნალისტი, რუდი გალეტი იუწყება, "რეალი" რამდენიმე შემტევ ფეხბურთელს აკვირდება და მადრიდში გადასვლის კანდიდატთა სიაში სამხრეთკორეელიცაა.

29 წლის აზიელი მოჰამედ სალაჰთან ერთად პრემიერ ლიგის გასული გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი გახდა. "დეზების" ერთ-ერთმა ლიდერმა, "ლივერპულის" თავდამსხმელის მსგავსად, 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 23 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ სონი "ტოტენჰემის" ღირსებას 2015 წლის აგვისტოდან იცავს, გუნდს იგი "ლევერკუზენიდან" 30 მილიონ ევროდ შეუერთდა.

სამხრეთკორეელს ლონდონურ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და ამჟამად მისი სატრანსფერო ღირებულება 75 მილიონ ევროს შეადგენს.