ავტორიზაცია

ბარსელონამ შეთავაზება გაზარდა, მაგრამ ბაიერნი კიდევ უფრო მეტს ითხოვს — Bild

ბარსელონამ შეთავაზება გაზარდა, მაგრამ ბაიერნი კიდევ უფრო მეტს ითხოვს — Bild
თარიღი 24 ივნ 2022, 01:33

"ბარსელონამ" "ბაიერნს" თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერზე ახალი წინადადებით მიმართა.

როგორც გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild-ი იუწყება, კატალონიელები 35 მილიონ ევროს იხდიან, თუმცა მიუნხენელები, დიდი ალბათობით, უარს იტყვიან.

გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის მოქმედი ჩემპიონები თავიანთი საუკეთესო ბომბარდირის სანაცვლოდ არანაკლებ 50 მილიონს ითხოვენ.

მოგეხსენებათ, 33 წლის პოლონელ სუპერვარსკვლავს "რეკორდმაისტერთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალ წელს ეწურება, თუმცა კლუბიდან წასვლა ამ ზაფხულსვე სურს.

გასულ სეზონში ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე ერთად "ბაიერნის" ღირსება 46 მატჩში დაიცვა, 50 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასიც მიითვალა.