ავტორიზაცია

ანდერ ერერა: "ვერ გავბედავ იმის თქმას, რომ მესი ახალ რეალობას უნდა შეეგუოს"

ანდერ ერერა: "ვერ გავბედავ იმის თქმას, რომ მესი ახალ რეალობას უნდა შეეგუოს"
თარიღი 24 ივნ 2022, 11:50

"პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველის, ანდერ ერერას აზრით, პარიზელთა თავდამსხმელს, ლიონელ მესის ბევრის გატანა შეუძლია.

– შესაძლოა, მესი სეზონში 50 გოლის გასატანად მზად აღარ არის.

"ლეოზე ასე საუბარი არ შეიძლება. ის, როგორც რონალდუ, არასოდეს ნებდება".

"ლეო არგენტინის ნაკრებში მიდის და ხუთ გოლს იტანს. კრიშტიანუ "მანჩესტერ იუნაიტედში" ბრუნდება და ბრწყინვალე სეზონს ატარებს".

"ვერ გავბედავ იმის თქმას, რომ ლეო ახალ რეალობას უნდა შეეგუოს", - ციტირებს ერერას სიტყვებს AS-ი.