ავტორიზაცია

ტრანსფერი ჩაშლის პირასაა — მიზეზი, რის გამოც იუვენტუსი დი მარიაზე უარს ამბობს

ტრანსფერი ჩაშლის პირასაა — მიზეზი, რის გამოც იუვენტუსი დი მარიაზე უარს ამბობს
თარიღი 24 Jun 2022, 11:57

ნაკლებად სავარაუდოა, რომ "პსჟ"-ს აწ უკვე ყოფილი შემტევი ნახევარმცველი, ანხელ დი მარია კარიერას "იუვენტუსში" გააგრძელებს.

როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი წერს, ტურინელები არგენტინელის ტრანსფერზე მუშაობას აღარ გააგრძელებენ და სხვა სამიზნეებზე გადაერთვებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბებერი ქალბატონის" ეს გადაწყვეტილება იმას უკავშირდება, რომ 34 წლის სამხრეთამერიკელი გადაწყვეტილების მიღებას ზედმეტად აჭიანურებს.

"ბიანკონერის" ხელმძღვანელობა მიმდინარე კვირის შუამდე იცდიდა და დი მარიასგან პასუხი მაინც არ მიუღია.

აქამდე არსებული ცნობით, "იუვენტუსი" დი მარიას ერთწლიან კონტრაქტსა და ხელფასის სახით 7 მილიონ ევროს სთავაზობს.

მოგეხსენებათ, ანხელი 2015 წლიდან "პარი სენ ჟერმენის" ღირსებას იცავდა და პარიზული გუნდის რიგებს ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.