ავტორიზაცია

პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია — ინტერი მორიგ ტრანსფერს ხურავს

პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია — ინტერი მორიგ ტრანსფერს ხურავს
თარიღი 24 ივნ 2022, 17:06

"ტორინოს" ცენტრალური მცველი, გლეისონ ბრემერი შესაძლოა მილანის "ინტერში" გადასვლასთან არის ახლოს.

როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა წერს, ტურინელები 25 წლის ბრაზილიელში 35-40 მილიონ ევროს ითხოვენ.

გავრცელებული ინფორმაციით, "ნერაძური" ბრემერს 5-წლიან კონტრაქტზე ჯერ კიდევ ნოემბერში შეუთანხმდა და სეზონში ხელფასის სახით 3 მილიონს გამოიმუშავებს.

სამხრეთამერიკელი უკანახაზელი "ტორინოში" 2018 წლიდან ირიცხება და მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

გასულ სეზონში ბრემერმა სერია ა-ში 33 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასიც მიითვალა.