ავტორიზაცია

ESPN: რანგნიკის მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლის მიზეზები გასაჯაროვდა

ESPN: რანგნიკის მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლის მიზეზები გასაჯაროვდა
თარიღი 24 ივნ 2022, 20:10

ცნობილი გახდა "მანჩესტერ იუნაიტედის" აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის, რალფ რანგნიკის მანიკუნიანელთა რიგებიდან წასვლის მიზეზები.

63 წლის გერმანელი სპეციალისტი, რომელმაც "ეშმაკუნები" 2021 წლის ბოლოს ჩაიბარა, ახალი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ კლუბის კონსულტანტი უნდა გამხდარიყო, მაგრამ მაისის ბოლოს დადასტურდა, რომ ავსტრიის ნაკრებს უთავკაცებს.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა ESPN-ი იტყობინება, რანგნიკის გაშვება ნაწილობრივ იმას უკავშირდება, რომ "ემიუს" ახალმა დამრიგებელმა, ერიკ ტენ ჰაგმა არ მოისურვა მასთან თანამშრომლობა, ამიტომაც მანიკუნიანელთა ხელმძღვანელობამ კონტრაქტის გაწყვეტა გადაწყვიტა.

მენეჯერებს არც რალფის საჯარო კომენტარები მოეწონათ ტრანსფერების თაობაზე. უფრო მეტიც, თანამშრომლობის შეწყვეტისას, რანგნიკს გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე მოაწერინეს ხელი. 

ამასთანავე, თავად გერმანელიც უკმაყოფილო იყო კლუბის დამოკიდებულებით, კონკრეტულად კი იმით, რომ მწვრთნელთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მისცეს - ხოლო ტენ ჰაგი მხოლოდ სატელეფონო ზარით შემოიფარგლა.