ავტორიზაცია

მილანის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს

მილანის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს
თარიღი 24 ივნ 2022, 21:57

„ლილის“ მცველი სვენ ბოტმანი, უდიდესი ალბათობით, კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.

SportItalia-ს ინფორმაციით, ნიდერლანდელი მცველი „ნიუკასლში“ გადადის, ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს პერიოდში უნდა დადასტურდეს.

ბოტმანზე პრეტენზიას „მილანი“ აცხადებდა, რომელმაც ტრანსფერის დახურვის საკითხი ძალიან გააჭიანურა, რამაც ამ ბრძოლაში გადამწყვეტი უპირატესობა „ნიუკასლს“ მისცა.

თავდაპირველად მხარეები 35 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ, თუმცა შემდეგ „ლილმა“ ფასი 42-მდე გაზარდა.