ავტორიზაცია

"დიდებული ფეხბურთელია შთამბეჭდავი კარიერით", - რამდენად რეალურია რონალდუს ტრანსფერი ბაიერნში?

"დიდებული ფეხბურთელია შთამბეჭდავი კარიერით", - რამდენად რეალურია რონალდუს ტრანსფერი ბაიერნში?
თარიღი 24 ივნ 2022, 22:02

„ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა კრიშტიანუ რონალდუს გუნდში შესაძლო გადმოსვლაზე ისაუბრა.

ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაიერნი“ პორტუგალიელს რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად მოიაზრებს.

„კრიშტიანუ რონალდუ ტოპ-ფეხბურთელია, შთამბეჭდავი კარიერით. თუმცა, ბოლო დროს ცირკულირებად ინფორმაციებში სიმართლე არ დევს.“ - აღნიშნა „ბაიერნის“ ყოფილმა ფეხბურთელმა.

ასევე ხშირად იწერება, რომ სატრანსფერო ბაზარზე „მანჩესტერის“ პასიურობის გამო, რონალდუ მზადაა გუნდის შეცვლაზე მუშაობა დაიწყოს და „ოლდ ტრაფორდი“ ახალი სეზონის დაწყებამდევე დატოვოს.