ავტორიზაცია

გარი ნევილი: "ეს კლუბი ნელ-ნელა ფეხბურთელების სასაფლაოდ იქცა"

გარი ნევილი: "ეს კლუბი ნელ-ნელა ფეხბურთელების სასაფლაოდ იქცა"
თარიღი 24 ივნ 2022, 22:06

„მან იუნაიტედის“ ექს-ფეხბურთელმა გარი ნევილმა, გუნდის ხელმძღვანელობას კლუბის მომხიბვლელობის გაზრდისკენ მოუწოდა.

ყოფილმა მცველმა ეს კომენტარი იმ სიახლეზე გააკეთა, თითქოს კრისტიან ერიქსენი არჩევანს „მანჩესტერსა“ და „ბრენტფორდს“ შორის აკეთებს.

„ამიტომ დროა, დროებით შევაჩეროთ დივიდენდების გადახდა. ყოველი კაპიკი კლუბში უნდა ბრუნდებოდეს იქამდე, სანამ ის კვლავ მომხიბვლელი არ გახდება.

ეს კლუბი ფეხბურთელების სასაფლაოდ იქცა. ხოლო ის, რომ მფლობელები ფულს აკეთებენ ცუდად მომუშავე ბიზნესზე, უბრალოდ გულს გიტეხავს.“ - წერს ნევილი.