ავტორიზაცია

ტოტენჰემი ბარსელონას მცველის თაობაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს

ტოტენჰემი ბარსელონას მცველის თაობაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს
თარიღი 24 ივნ 2022, 22:09

„ტოტენჰემი“ „ბარსელონას“ მცველის, კლემან ლანგლეს ტრანსფერზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.

ESPN-ს ინფორმაციით, მხარეები შეთანხმებას უკვე რამდენიმე კვირაა განიხილავენ. ფრანგი „ბარსას“ სამწვრთნელო შტაბის გეგმებში არ შედის, თუმცა იჯარის ვარიანტი გუნდს არ დააკმაყოფილებს.

„კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა არასაჭირო ფეხბურთელების გაშვება პირველ რიგში მათ ხელფასებზე ფულის დაზოგვის მიზნით სურს, „ტოტენჰემი“ კი მზადაა, ფეხბურთელის ხელფასის უდიდესი ნაწილი თავად გადაიხადოს.

ჯერ უცნობია, სურს თუ არა ლანგლეს „ტოტენჰემში“ გადასვლა, თუმცა „ბარსადან“ მისი წასვლის სურვილის შესახებ უკვე დაიწერა. უახლოეს პერიოდში, ფეხბურთელი „დეზების“ მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს გაესაუბრება.