ავტორიზაცია

შეთანხმება მიღწეულია - სიტიმ ფერნანდინიოს შემცვლელად ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი დაიმატა

შეთანხმება მიღწეულია - სიტიმ ფერნანდინიოს შემცვლელად ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი დაიმატა
თარიღი 24 ივნ 2022, 22:15

„ლიდს იუნაიტედის“ ნახევარმცველი კელვინ ფილიპსი კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს.

როგორც ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, კლუბებმა ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის ტრანსფერი უკვე დახურეს და „სიტი“ ფილიპსში 45-50 მილიონ ევროს გადაიხდის.

თუმცა, The Athletic ცოტა სხვა ციფრებს ასახელებს: კერძოდ კი 42+3 მილიონ ევროს.

უახლოეს პერიოდში, „სიტი“ ფეხბურთელს პირად კონტრაქტზე შეუთანხმდება, რის შემდეგაც ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.

„სიტის“ გარდა კელვინით „მან იუნაიტედიც“ ინტერესდებოდა. პოზიციურად ის საყრდენი ნახევარმცველია და გუნდში ვეტერან ფერნანდინიოს შეცვლის, რომელმაც „ქალაქელები“ სეზონის ბოლოს დატოვა.

26 წლის ინგლისელმა გასულ სეზონში პრემიერ ლიგის 20 მატჩში 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.