იგუაინი: "ჩვენ თაობამდე არგენტინას მეოთხედფინალს სთხოვდნენ, ახლა კი - ჩემპიონობას, ეს თამასა ჩვენ ავწიეთ"
არგენტინის ნაკრების ექს-ფორვარდმა, გონსალო იგუაინმა ხაზი გაუსვა იმას, როგორ გაიზარდა გუნდისგან მოლოდინი.
„ჩვენ თაობამდე ხალხი გუნდისგან მაქსიმუმ მეოთხედფინალს ითხოვდნენ, ახლა კი - ჩემპიონობას.
ვინ ასწია ეს თამასა? რა თქმა უნდა ჩვენ, სამ ფინალში გასვლით.“ - აღნიშნა „ინტერ მაიამის“ ფორვარდმა.
იგუაინის თაობის არგენტინის ნაკრებმა სამ ფინალში ითამაშა: 2-ჯერ კოპა ამერიკას და ერთხელ მუნდიალის, თუმცა სამივეჯერ დამარცხდა, კონტინენტურ პირველობაზე ორივეჯერ ჩილემ აჯობა, მსოფლიო ჩემპიონატზე კი გერმანიამ.