ავტორიზაცია

11 წლიანი განშორების შემდეგ, სუარესი ყოფილ გუნდში ბრუნდება? მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა!

11 წლიანი განშორების შემდეგ, სუარესი ყოფილ გუნდში ბრუნდება? მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა!
თარიღი 25 ივნ 2022, 00:17

"ატლეტიკოდან" წამოსული ურუგვაელი ფორვარდი შესაძლოა "აიაქსში" დაბრუნდეს, სადაც დიდებული პერიოდი ჰქონდა.

TMW წერს, რომ 11 წლიანი განშორების შემდეგ, ლუის სუარესის ნიდერლანდულ გრანდში ხილვა წარმოუდგენელი არ უნდა იყოს, რადგან მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა. 

აღსანიშნავია, რომ გამოცდილ თავდამსხმელს სხვა მსურველებიც ჰყავს. არგენტინული "რივერ პლეიტის" მწვრთნელმა მარსელო გალარდომ დადასტურა, რომ 35 წლის წინახაზელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

სუარესის მთავარი მიზანი ისეთი გუნდის პოვნაა, სადაც სათამაშო პრაქტიკა ექნება, რადგან მას ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის სურს და ამისთვის, კარგ სათამაშო ფორმაში უნდა იყოს.