ავტორიზაცია

სანეს მამა: "თუ მანე ამ მოთხოვნას დააყენებს, ჩემი შვილი დათმობაზე წავა"

სანეს მამა: "თუ მანე ამ მოთხოვნას დააყენებს, ჩემი შვილი დათმობაზე წავა"
თარიღი 25 ივნ 2022, 00:35

არსებობს დიდი შანსები, რომ "ბაიერნს" მომდევნო სეზონში ახალი 10-იანი ჰყავდეს.

ამ მომენტისთვის, "რეკორდმაისტერის" ათიანი ლეროი სანეა, რომლის მამამაც ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"სადიო მანე "ლივერპულში"  10 ნომრიან მაისურს ატარებდა. ასეა სენეგალის ნაკრებშიც. თუ ის მიუნხენურ გუნდშიც ამ ნომრით თამაშს მოინდომებს, პრობლემა არ იქნება და ჩემი შვილი დათმობაზე წავა." - ავრცელებს გერმანიის ნაკრების წევრის მამის სიტყვებს Radio Futurs Medias.